|
2024-05-27 17:01:14, 544 ნახვა
პოლიტიკა
„რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!“ - 28 მაისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება
თბილისში, პარლამენტის სასახლესთან ხვალ, 28 მაისს აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქცია, სახელწოდებით "რუსულ კანონთან ერთად არ ვიცხოვრებთ!" რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება. "ხვალ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)