|
2024-05-27 15:18:28, 408 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ჰარისის წერილზე - ჩვეულებრივი ცრუ კამპანია მიმდინარეობს
კანონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა, სადაც „უცხოელი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეა საუბარი. „ჩვენც შეშფოთებულები ვართ იმით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სიცრუის კამპანია მიმდინარეობს. შემიძლია პირდაპირ პარალელები გავავლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე, თუ რა სიცრუის კამპანია იყო ქვეყნის წინააღმდეგ. დღესაც იგივე ხდება კანონთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ცრუ კამპანია, რადგან ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებსა და მომავალს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რაც შეეხება პრეზიდენტს, „ის არა ქვეყნის, არამედ სხვის ინტერესებს ატარებს". „ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც კონსტიტუციაში შეიტანა ქვეყნის ევროპული მომავალი; ვინც 2012 წლის შემდეგ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს; ვინც ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია აამოქმედა; ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო და ა.შ. დამერწმუნეთ, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება. ამ მიმართულებით უკვე არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით და ყველა წარმატება სწორედ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო წლებში აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იღებს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, არ დგამს საჭირო ნაბიჯებს. იკვეთება, რომ სხვის ინტერესებს ატარებს და არა ქვეყნისას. შესაბამისად, ხალხი ყველას პასუხს გასცემს“,- თქვა კალაძემ.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)