19:33 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 11:41:28, 404 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი მსხილაძეს - გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია, რათა საკუთარი ქვეყანა გაყიდოს

თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

წილოსანის განცხადებით, პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში "სამარცხვინო ასოებით" შევა.

"ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს, სამრცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, თუ "უჩას კადრების ეფექტი" არის თქვენზე განხორციელებული?... 

თქვენი და თქვენი ხელმძღვანელის და უფროსისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას, რომ რისკის წინაშე დადგება და ომის წინაშე დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად ევროპებში და საფრანგეთში გაიქცევა",- მიმართა წილოსანმა მსხილაძეს.

შეგახსენებთ, დღეს, 27 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "უცხოური გავლენის გამჭვირალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics