|
2024-05-27 00:02:57, 439 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი
ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი არის მნიშვნელოვანი და საინტერესო მეგაპროექტი. „მნიშვნელოვანი, საინტერესო მეგაპროექტი, რაც დაანონსდა, ამ პერიოდის განმავლობაში, იყო ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტი. დღევანდელ ჩვენს ინფრასტრუქტურას არ აქვს იმის საშუალება, რომ უმაღლესი რანგის მატჩებს უმასპინძლოს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალს. ახალი სტადიონი მოგვცემს უმაღლესი რანგის თამაშების მასპინძლობის საშუალებას, მათ შორის, ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, რის საშუალებასაც მოგვცემს ახალი სტადიონი", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)