|
2024-05-26 23:21:42, 465 ნახვა
პოლიტიკა
"პარტია "ახალი" უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას"
"პარტია "ახალი" უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას," - ამის შესახებ განცხადებას პარტია "ახალი" Facebook-ზე ავრცელებს. "პარტია „ახალი” უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს. ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროცესებში," - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)