|
2016-02-13 15:45:14, 567 ნახვა
სამართალი
ფატუ ბენსუდა: გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად ჩავა
„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების“, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერტაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მიუნხენშიქართული დელეგაციის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. როგორც ბენსუდამ აღნიშნა, მან ქართულ დელეგაციას სამოქმედო გეგმა გააცნო. მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ამასთან, ფატუ ბენსუდას განმარტებით, მან რუსულ მხარესაც შესთავაზე კომუნიაკაცია, თუმცა ამ დორმდე მათგან პასუხი არ მიუღიათ. „ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გამოძიების ჩატარების შესახებ დასტური მივიღეთ. შეხვედრაზე ჩვენი სამუშოა გეგმა გავაცანი და საგამოძიებო პროცესში სრული მხარდაჭერა მივიღეთ. ჩვენ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ შეხვედრა გვექნება. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად ჩავა“, - განაცხადა ფატუ ბენსუდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)