|
2016-02-13 14:49:55, 1449 ნახვა
მსოფლიო
მალიში თავდასხმის შედეგად გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი გარდაიცვალა
მალიში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც BBC გაერო-ზე დაყრდნობით იტყობინება, დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან. თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. ინციდენტის ადგილას, ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც ბოევიკებმა ბაზის ტერიტორია დაცხრილეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდას ფილიალმა, დაჯგუფება "ანსარ ად-დინმა" უკვე აიღო. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის. ცნობისთვის, მალის მისია, გაერო-ს მიერ ჩატარებულ მისიებტა შორის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. 2012 წელს რეგიონი, ჯიჰადისტებმა ჩაიგდეს ხელში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)