|
2024-05-22 11:31:38, 337 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს
„საქართველოს ბანკი" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას განაგრძობს. ფინანსური ინტიტუტის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანია „სი აი ჯი“, ვაზისუბანში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.6 მილიონი აშშ დოლარია. „საქართველოს ბანკის" მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი 4.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი, 3,364 კვ.მ ფართობზე ორ 14 და 15 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გულისხმობს, ჯამში პროექტი 187 ბინაზე იქნება გათვლილი. მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. „საქართველოს ბანკი" მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. კომპანია „სი აი ჯი“ - სთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი სიანტერესო პროექტი ხორციელდება. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი წარმატებული დეველოპერული პროექტი აქვს, მათ შორის ვაზისუბანსა და ნუცუბიძის პლატოზე. სამომავლოდ კიდევ არაერთი სამშენებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)