|
2024-05-19 11:56:05, 539 ნახვა
პოლიტიკა
როთი - საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად
საქართველოს მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. როთმა სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას "შანსის გამოყენებისკენ" მოუწოდა. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "უცხოელი აგენტების" კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი, გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად",- წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. პარლამენტმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)