2024-05-18 17:41:12, 613 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
დღეს, 18 მაისს, შუადღისას რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეგიონში საჰაერო განგაში 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
მათივე ინფორმაციით, დარტყმა საცხოვრებელ სექტორზე განხორციელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,