|
2024-05-18 12:17:23, 441 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
„გუშინ, დღის 12:00 სთ-ზე საკუთარ სახლთან, სადაც ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ და მითხრეს, რომ მომავალში იმოქმედებდნენ შესაბამისად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, „თითოეულ ამ ზონდერს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას". „გუშინ, დღის 12:00 საათზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოსთან დამხვდა ხუთი პირბადიანი და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი. ვიყავი ერთი წლის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მოვიდნენ, მთხოვეს გარეთ გაყვანა და როცა მეზობლებიც გამოჩნდნენ, სიტყვიერად დამემუქრნენ, რომ იცოდნენ ჩემი სახლიც, კარიც და შესაბამისად იმოქმედებენ მომავალში და არ დამინდობენ. მაგრამ არავის არ ეშინია, ჩვენს უკან არის საქართველო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეულ ამ ზონდერს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას. რუსული კანონი მარტო კანონში კი არ წერია, ის რაც ხდება ლაშას თავს, ის რაც ხდება ლუკას თავს, ის რაც ხდება ჩემს თავს და ყველა ჩვენგანის თავს, ეს არის რუსული კანონი, ამიტომაც ყველანი, ვინც რუსული კანონის გატარებაში იღებთ მონაწილეობას, დამნაშავეები ხართ თქვენი ხალხის და თქვენი ერის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)