|
2024-05-17 17:15:58, 370 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, ხომ შეიძლება, ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!
ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ კანონპროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოწოდების საპასუხოდ, რომელიც კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის დაწყება ეხება. კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა დისკუსიისთვის, თუმცა აქამდე ოპონენტების მხრიდან კონკრეტული არგუმენტები არ მოუსმენია. „დისკუსიას ვითხოვთ ამდენი ხანია. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, მეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ღია ვართ იმისთვის, რომ ვისაუბროთ და სიღრმეში შევიდეთ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ის სპეკულაციები, რაც ხდება - მოიფიქრეს ერთი ფრაზა „რუსული კანონი“ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავის არანაირი არგუმენტი არ აქვს, რატომ არის ცუდი ეს კანონი. გამოდიან და იძახიან, „რუსული კანონი“, „რუსული კანონი“, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არსებული აქტორები. აგერ ვართ, ბატონო. თქვით, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემური, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს, ევროპულ ღირებულებებს. თქვით, მოიყვანეთ ერთი კონკრეტული არგუმენტი. ხომ შეიძლება, რომ ვინმე დალოცვილმა ადამიანმა თქვას რაიმე არგუმენტი?!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)