|
2024-05-17 17:08:26, 472 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ყველა განვითარებული ქვეყანა ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და ქვეყნიდან პანღურით გაყრიდა
ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. კახა კალაძემ ევროპელი მინისტრების ქმედებებს სამარცხვინო ფაქტი უწოდა. „ეს არის სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებული ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე ჩავიდეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პოლიტიკოსი და გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ? ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და გაყრიდა პანღურით ქვეყნიდან. ჩვენ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და ასეთი დამოკიდებულება, რაც ვნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, ვერ გაბედოს ვერც ერთმა; ვერ გაბედოს ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე თითქოს უნდა დათმოს სუვერენიტეტი. ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)