04:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 13:39:49, 437 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურს დაძაბულობას - განსაკუთრებით გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება

ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალ-ყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ახლაც ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის, ახალგაზრდობა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა.

როგორც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, "გადამწყვეტი მნიშვნელობა სიყვარულს აქვს".  

"ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალ-ყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ახლაც ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის, ახალგაზრდობა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება.

ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება; მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, წარმოქმნას თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა".

როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლი და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ პატარა მიზეზმაც კი გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწვეტი მნიშვნელობა და სიყვარულის უმთავრესი სკოლა არის ოჯახი",- განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics