02:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 12:48:43, 409 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტზე პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა

ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს ძალიან ემთხვევა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საზოგადოება ერთიანი და ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ "რუსულ კანონთან ერთად, რუსული ხელისუფლებაც მოსაშორებელია". 

“ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს. ფაქტია, საზოგადოება არის ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ჩამოყალიბებული იმაზე, რომ რუსულ კანონთან ერთად, უნდა მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენი ვალია, ამ განცხადებებს ვუპასუხოთ სიმტკიცით და სიმშვიდით და საზოგადოების დაკვეთის ასახვით ერთიანობასთან დაკავშირებით",- ამბობს ბოკუჩავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics