00:56 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 18:13:23, 558 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას  „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. 

“ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო. 

ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. 

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics