06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-16 17:10:24, 526 ნახვა

საზოგადოება
გუკა რჩეულიშვილი - ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ, მას გამოვესარჩლე და შემაგდეს კორდონში - ცემა-ტყეპას შიგნითაც აგრძელებდნენ

მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი,- ამის შესახებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა.

როგორც რჩეულიშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ და მას გამოესარჩლა.

"მათმა სიძულვილმა მართლაც გამაოცა. აბსოლუტურად ყველას ჰქონდა სურვილი, დაერტყა ხელი...

მახსოვს, რომ ჩემ გვერდით მწვანე ან ყვითელ ქურთუკში ჩაცმული ბიჭის დაკავებას ცდილობდნენ. მას გამოვესარჩლე და გადმოვიდნენ ჩემზე. მაშინვე შემაგდეს იმ კორდონში. იქით მხარეს არის ზიზღი. თანამოქალაქის მიმართ ზიზღის კოეფიციენტი იყო წარმოუდგენელი... მე არ დავვარდი, მაგრამ შიგნითაც აგრძელებდნენ ცემა-ტყეპას. რამდენიმე ადამიანი ჩემ გვერდზე დავარდა და ეს კიდევ უფრო ცუდი სანახავია",- აცხადებს გუკა რჩეულიშვილი.

ცნობისთვის, გუკა რჩეულიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპრიოექტის საწინააღმდეგო აქციაზე 13 მაისს დააკავეს. სამართალდამცავები რჩეულიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics