|
2024-05-15 13:26:53, 723 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. ამის შესახებ დეპუტატებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, „ხალხთან ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ". „დაუღალავი და სამაგალითო ახალგაზრდა თაობა ითხოვს: თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას, რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომელსაც თავს ესხმის ხელისუფლება. გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. შეუძლებელია, მათ ესაუბრო რამე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება. ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე. მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს არის ერთობის დრო და გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას, გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან",- აცხადებენ დეპუტატები.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)