|
2024-05-14 23:44:14, 569 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება
მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს "თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად". "საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა, მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად... ეს კრიტიკული [მომენტია] საქართველოსთვის, რადგან თქვენ იცით, რომ საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და წლის ბოლომდე გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა, რუსული კანონის ხელახლა წარდგენა. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული კანონი. გარდა ამისა, ხდება სხვა კანონების წარდგენაც, რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებსა და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს",- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კომენტარის ქართულად თარგმანსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)