|
2024-05-13 16:00:33, 614 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვის უთენებდნენ ღამეს, გაუგებარია - სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს?
იქ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ისაუბრა. კალაძის თქმით, „ვის უთენებდნენ ღამეს, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს?" „დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ და შევძლებთ იმასაც, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“,- ამბობს კალაძე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)