06:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 15:59:03, 446 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - თუ ილუზია გქონდათ, რომ გუშინ მოვიგებდით ომს, ცდებოდით - ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება

თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით - ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, პროცესი „დეცენტრალიზებულია“, რაც მისი აზრით, ბევრი თვალსაზრისით, ცალსახად სწორია.

„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრანტები არიან სრულიად მშვიდობიანი, ხოლო მეორე მხარეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც არ ინდობს არავის, ქალს, ბავშვს, ასაკოვანს.

თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება.

ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება:

არ მოგწონთ ღამის თევა, დაუძახეთ ხალხს დილით, შუადღეს, 13 საათსა და 27 წუთზე; არ მოგწონთ რუსთაველზე, გააკეთეთ საგარეჯოში; არ მოგწონთ ხმაურიანი, გააკეთეთ მდუმარე; არ გყოფნით ძალები, იპოვეთ მოკავშირეები და დაარწმუნეთ თქვენს სიმართლეში.

თუ აქედან ვერც ერთს ვერ ახერხებთ, ე.ი. ტ*აკი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ*ნავთ ჭკუის დარიგებებით. არ ჰყავს ამ აქციებს ერთი ორგანიზატორი, ვისაც რა და როგორ წარმოუდგენია, ისე აკეთებს. რუსთაველზე იყო აქცია, ვიღაცამ გმირთა მოედანი გააკეთა და საბოლოო ჯამში, მიუხედავად დაკავებებისა, იქ გამოვიდა აქცია. გმირთა მოედანზე იყო აქცია, ვიღაცებმა გადაწყვიტეს და ორივე სანაპირო დაკეტეს. მინიმუმ სამჯერ იყო რუსთაველზე აქცია, მაგრამ „გირჩი/დროამ" პარლამენტის უკან დავუძახეთ ჩვენ მხარდამჭერებს იმიტომ, რომ ეგრე მიგვაჩნდა სწორად. მინიმუმ ორჯერ (რაც მახსოვს) აქცია პარლამენტის წინ იყო და "ევროპულმა საქართველომ" თავისი ამბავი მოაწყო პირველი სკოლის წინ.

ამ სტატუსს ვწერ და რუსთაველი სავსეა სტუდენტებით. და კაცმა არ იცის, რას მოიფიქრებენ და რას გააკეთებენ. დეცენტრალიზებული პროცესია, რაც ცალსახად სწორია ბევრი თვალსაზრისით და თუ ვერსად ვერაფერს ახერხებთ, ტვინს ნუ ტ*ნავთ, პედესტალიდან ჩამოდით და ვინმეს შეუერთდით. ეს ქვეყანა არ გარუსდება! 2030-ში ევროკავშირში!“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics