06:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 14:16:26, 384 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას

საქართველოს ევროპელი მეგობრები ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთსა და ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს.

"საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ.

ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონი მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც რის უდიდესი მონაპოვარია ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად",- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics