07:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-13 11:15:47, 551 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები - ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით

ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი, ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ნათქვამია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებლის განცხადებაში.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, აღნიშნული კანონის განხილვა დაუყოვნებლივ შეწყდეს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს, ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. რუსული კანონის ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული კანონის განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.

ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი, ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით. 

აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია "რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს",- ნათქვამია პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics