|
2024-05-12 18:34:56, 495 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - „აბა, რა არის ამ კანონში რუსული“ - ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ
ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო "რუსულ მდგომარეობაში არ დაბრუნდება". "ისიც ვერ გაიგეთ, როგორც ჩანს, რომ აქ კი, რუსულ კანონზე არის საუბარი. ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა - "აბა, რა არის ამ კანონში რუსული" - ამას ვერ შეცვლის - თქვენ წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)