08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 18:19:54, 403 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „ევროპის მარშზე“ - სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო

ძალიან სასაცილო არის, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპის მარშთან" დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველომ მსოფლიოს აჩვენა, რომ "რუსულ კანონს არ დაუშვებს".

"გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვოდიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას; რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის - ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილო არის, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან, თუ ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს. ხელისუფლებამ თავის მხრიდან აჩვენა დაბნეულობა; აჩვენა, რომ არ აქვს ამ რაოდენობის ხალხის წინაშე არანაირი სტრატეგია თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას აღარ აქვს - ანუ ტყილი, მანიპულაცია, რაღაც მიხრა-მოხრა, რომ გაუგებრობა შეიქმნას, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ 11 მაისს თბილისში "ევროპის მარში" გაიმართა. მარში დედაქალაქის 4 სხვადასხვა ლოკაციიდან - "ექსპო ჯორჯიას", მეტროსადგურ "300 არაგველის", რესპულიკისა და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics