08:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 17:37:57, 409 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სანქციები სერიოზული თემა არ არის - შეუძლებელია, ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება

სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია, ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მით უმეტეს ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძემ ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის "დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ ამას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე".

"ქართულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს 2 მლრდ დოლარი და შესაბამისად, არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია მის გადაწყვეტილებებზე.

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ ვერავითარი შანტაჟი და ვერავითარი მუქარა უკან ვერ დაგვახევინებს. თქვენ იცით, როგორია საქართველოს ისტორია. ამ ქვეყანაში 3 ათასი წლის მანძილზე ადამიანები თავს სწირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის და როცა ასეთ დროს ვიღაც შანტაჟით ცდილობს შენს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. მგონი, ვერ იცნობენ, არ იცნობენ ქართველებს და შეიძლება შორიდან სხვანაირად ჩანს ქართველის ბუნება",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics