2024-05-12 11:01:30, 506 ნახვა
საზოგადოება
ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე 21-ე ადგილზე გავიდა
საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის 2024 წლის სიმღერის კონკურსის ფინალურ შოუში 21-ე ადგილზე გავიდა.
საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა - აზერბაიჯანი, 2 ქულა - მალტა, 2 ქულა - ისრაელი, 1 ქულა - ნორვეგია, 3 ქულა - სომხეთი, მაყურებლისგან -19. აღნიშნული შედეგით, საქართველომ 34 ქულის მოგროვება შეძლო, რითაც 25 ფინალისტი ქვეყნიდან 21-ე ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო.
ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,