2024-05-11 20:11:24, 418 ნახვა
პოლიტიკა
მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
თბილისში "ევროპის მარში" იმართება. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეეგები მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობით მიემართებიან.
"ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია" - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.
პარალელურად მარში იმართება მეტროსადგურ "300 არაგველიდან" და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,