08:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 16:03:13, 397 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს

სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს, მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და რომელიც ფაქტობრივად, ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის თქმით, „ქართველი ხალხის ესმის მსოფლიოს, მაგრამ არ ესმის ხელისუფლებას".

„ქართველი ხალხის ესმის მთელ მსოფლიოს, მაგრამ სამწუხაროდ, არ ესმის ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში არის. დიახ, ამის დასტური არის კონგრესმენების ძალიან მკაფიო, მკვეთრი და ძალიან მნიშვნელოვნი გზავნილი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ.

ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების გულწრფელ სურვილს, გავხდეთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს წევრი და ისინი ვერასდროს ვერ შეეგუებიან და არ დაუშვებენ, რომ ეს ნება გააყალბოს „ქართულმა ოცნებამ“ და რუსული მიმართულებით წაიყვანოს ქვეყანა.

პირდაპირ საუბრობენ სანქციებზე. სანქციები ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს მოაწერს ამ მოღალატეობრივ აქტს. მათ შორის ყველა იმ პარლამენტარს, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს და რომელიც ფაქტობრივად, ამით საკუთარ თავს დაადებს სანქციებს. 

დიახ, არცერთ შემთხვევაში არ იქნება ეს ყურადღების მიღმა დარჩენილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველა პარლამენტარს, ყველა პოლიციელს, რომელიც დღენიადაგ უკანონოდ იქცევა მოვუწოდებ, დაფიქრდით თქვენ კონკრეტული პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ იმ დანაშაულ ქმედებებზე, რომელსაც ახლა ჩადიხართ. 

ამ წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი იმ ძალადობის აქტებზე, რომელსაც ჩადის პოლიცია და ის ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც დაორგანიზებულია „ქართული ოცნების“ მხრიდან. 

ხაზგასმით საუბარი არის ლევან ხაბეიშვილზე და ასევე იმ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზე, რომლებმაც მთლიანად ახადეს ფარდა ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც ქუჩებში უსწორდება პოლიციის ან ვაი პოლიციის ხელით საქართველოს მოქალაქეებს.

აქედან გამომდინარე, გზა არის ძალიან კონკრეტული, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად. მთელი მსოფლიო არის ჩვენს გვერდით, ჩემო ძვირფასებო",- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 29 კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics