08:12 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-11 13:12:09, 384 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი - ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული

"მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი იყოს გაწვეული და საერთოდ არ იყოს მიღებული", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და ყველა ადამიანთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვქონდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს.

ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ უნდა იქნას მიღებული, არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით. და თუ მაინც ასე იქნება, ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლება გახდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი გაწვეული იყოს და საერთოდ არ მიიღონ. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს კანონი საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ მიიღებენ, მაშინ ეს იქნება სრულიად განსხვავებული კანონი, რომელსაც საფუძვლად ვენეციის კომისიის დასკვნა დაედება. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, რომ ამჟამინდელი სახით ეს კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ამჟამინდელი სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ევროკავშირის ღირებულებებს." - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics