|
2016-02-12 14:18:12, 682 ნახვა
ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის პროექტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის, ზია მამედოვის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთის პროექტის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს. როგორც მამედოვმა სასტუმრო "თბილისის მარიოტში" საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, აზერბაჯანსა და საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოს საპროექტო ღირებულება ამ დროისთვის სულ 775 მლნ ამერიკული დოლარია. "საერთოდ, ნებისმიერ პროექტში ფასები ზოგჯერ თამაშობს, რადგან თავდაპირველად შემუშავებულია ხოლმე პროექტი, ხოლო შემდეგ გარკვეული ანალიზის შედეგად, ოფიციალური ფასი დგინდება. პროექტისთვის პირველი ტრანშის დროს გამოიყო 200 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ტრანშის დროს მას 575 მილიონი დოლარი დაემატა. შესაბამისად, მისი საერთო ღირებულება 775 მილიონი დოლარია. წლევანდელი წლის ბიუჯეტი არის 150-170 მილიონის ფარგლებში. ბიუჯეტი შეიძლება, გაიზარდოს", - განაცხადა ზია მამედოვმა. მანვე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია. ის რეგიონისთვის უდიდესი სარგებლის მომტანია, ეს ქმნის ახალ ხიდებს ევროპასა და აზიას შორის, ცივილიზაციათა შორის დიალოგებს ავითარებს",-აღნიშნა მამედოვმა. ზია მამედოვმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც პროექტის დასრულება დაგვიანდა: "ამ პროექტში დიდი ადამიანური რესურსი და ენერგიაა ჩადებული. სამივე ქვეყანაში, სადაც პროექტი ხორციელდება, ტერიტორია ძალიან რთული რელიეფისაა, მიწის ფენები სხვადასხვა სირთულისაა, რაც ართულეს მშენებლობას. სწორედ ამიტომ, პროექტის განხორციელებაში დაბრკოლება შეიქმნა. ეს დაგვიანება ობიექტურია. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები გმირობის მაგალითებს გვიჩვენებდნენ. პირადადც ჩავსულვართ, გვირაბები ფეხით გაგვივლია. ასევე საქართველოშიც პრემიერთან ერთად ნანახი გვაქვს სამუშაოები. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ უშუალოდ ვართ ჩაბმული ამ პროექტის განხორციელებაში. მძიმე სამუშაოები უკვე უკან მოვიტოვეთ. სამუშაოები თბილისსა და საქართველოში დასკვნით ეტაპზეა. ეს პროექტი 2017 წლის პირველივე თვიდან დაიწყებს ექსპლოატაციას და უზრუნველყოფილი იქნება მატარებელთა მიმოსვლა. ევროპასა და აზიას შორის ახალი ფანჯარა იღება, ადამიანები, რომლებიც ამ ფანჯარიდან გაიხედავენ, ორივე კონტიგენტის ძალიან ლამაზ შერწყმას იხილავენ", - განაცხადა ზია მამედოვმა.
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)