11:00 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 01:11:45, 421 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს," - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.

"სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით.

სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად.

აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში." - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics