|
2024-05-08 13:14:33, 469 ნახვა
პოლიტიკა
ეძგვერაძე - რუსულმა რეჟიმმა აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, „ტიტუშკები“ მიაგზავნა - ვერ შემაშინებთ
რუსულმა რეჟიმმა, აღდგომას, ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, მიაგზავნა „ტიტუშკები“, ზონდერები და ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა. ეძგვერაძე ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირებასა და პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. „ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში - რა ენით აღუწერელ სისასტიკეს სჩადის რუსული რეჟიმი ყოველდღიურად; როგორ ხვდებიან ადამიანებს, როგორ არბევენ მომიტინგეებს ცრემლსადენი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით; როგორ უსწორდებიან უბრალო მოქალაქეებს, მასწავლებლებს, პოლიტიკურ ლიდერებს; როგორ სასტიკად გაუსწორდნენ რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილს. რუსული რეჟიმი მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე. მათ იკადრეს ისიც, რომ კვირა დღეს, აღდგომას ჩემთან სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილები, 11 და 13 წლის, მიუგზავნეს „ტიტუშკები“, ზონდერები და გაუგონარი, ენით აღუწერელი სიტყვებით შეეცადნენ მათ დაშინებას. ასეთი სილაჩრე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ერმა მოითმინოს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, მიზანმიმართული იმისთვის, რომ ხალხში გამოიწვიონ დაპირისპირება. მე მივმართავ მათ, რომ შეჩერდნენ, გონს მოეგონ, დაადგინონ ამ პიროვნებების ვინაობა და აგებინონ მათ პასუხი. ეს არის ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების დაშინების მცდელობა, ქართველი ერის დაშინების მცდელობა, მაგრამ იცოდეთ, რომ პირადად მე, ერთი ადამიანი ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, არ დაგითმობთ არცერთ ნაბიჯს. ეს სილაჩრე უკვე გაუგონარი რამ არის და მოვითხოვ აუცილებლად დადგინდეს ამ პირები ვინაობა. ვერ შემაშინებთ, არ შევშინდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გახდება რუსეთი. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკაციისთვის მოგზავნილები, იქცეოდნენ გაუგონრად, სკანდირებდნენ „გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს", შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს მეზობელს, რომელმაც კარი გაუღო და გაუგონარ, ამაზრზენ ქმედებებს აკეთებდნენ. ვფიქრობ, რომ უნდოდათ დაპირისპირებაში შესულიყო ვინმე ამ ადამიანებთან",- აცხადებს ეძგვერაძე.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)