|
2024-05-08 12:53:13, 520 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - მოძალადეების სიის გაკეთება „ქართული ოცნებიდან“ უნდა დაიწყოს
მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან",- ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს სტიგმატიზების მცდელობაა". "ეს არის სტიგმატიზების მცდელობა, რომ ვიღაცას მოერიდოს მერე და თქვას, რომ აი, აქციაზე თუ გავალ, პაპუაშვილი სიაში შემიყვანს... მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან". "ქართული ოცნება" არის მთავარი მოძალადე, რომელიც ძალადობს ქართველი ხალხის ნებაზე... ჯერ "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანონ, მერე თავისი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი რაღაც დანიშნულების რაზმის მეთაური და მაშინ დავიჯერებთ ამ სიის არსებობას, თორემ პატარა ბავშვებს დააბრალო, მოძალადე ხარ, მე მგონი, ძალიან დიდი აცდენაა",- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)