|
2024-05-07 11:14:28, 450 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - FARA ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობოების საქმიანობას ახორციელებენ
ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას - რატომ შეუძლია, აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ (FARA) და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს - მილერმა ასე უპასუხა: "განსხვავება არის ამ კანონების შინაარსში. როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ან მათ, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოსა და სამოქალაქო საქმიანობას ასრულებენ. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულში მინახავს. როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ ტექსტს და ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)