12:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 14:06:06, 429 ნახვა

საზოგადოება
RSF - პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 103-ე ადგილზეა

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველო 77-ე ადგილს იკავებდა, 2024 წლისთვის კი 103-ე ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც RSF წერს, „მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან“.

„ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. არის მცდელობები კანონის მიღებისა, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზება და სიტყვის თავისუფლებისთვის სივრცის დავიწროებაა.

მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმსა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, რომელიც დამოუკიდებელი რადიოსადგურებისა და სატელევიზიო ქსელების ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმით გაკონტროლებაა, ისევე, როგორც კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც „კოპირებულია" რუსულიდან. კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ გაიწვიეს ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ.

სასამართლოები ზოგჯერ ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“, - აღნიშნულია RSF-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics