12:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 14:10:39, 311 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ დაშრობის საფრთხის წინაშე მყოფი კუმისის ტბის წყლით მომარაგების სამუშაოები დაასრულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი კუმისის ტბაზე დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, კუმისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე ჩამდინარე წყლების შემცირების გამო დადგა, რაც ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას  სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

„კუმისის ტბა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჭარბტენიანი ტერიტორიაა მოზამთრე და გადამფრენი ფრინველებისათვის, რომლებიც აღნიშნულ ეკოსისტემას საკვებად და მიგრაციისას შესასვენებელ ადგილად იყენებენ. ამ მხრივ კუმისის ტბა უნიკალური ადგილია. საქართველოს მელიორაციის  მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში კუმისის ტბის წყლით შევსებით ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება განხორციელდა. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლობა იქნება დაშრობის საფრთხის წინაშე არსებული ტბების შევსება და მათი გადარჩენა, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ჩავატარებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სოფელ ახალ კუმისში, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა  ბუნებრივი ჩამონადენი წყლის გაწმენდილ არხებში თავმოყრა და მთლიანად კუმისის ტბის მიმართულებით გაშვება. სამუშაოების ფარგლებში 2  მიმართულებით გაიჭრა და გაიწმინდა  2 კილომეტრამდე არხი; რის შედეგადაც დაჭაობებული ადგილებიდან წყალი ჯერ კოლექტორებში, ხოლო შემდეგ ტბაში ჩაედინება.

ჩატარებულმა სამუშაოებმა კუმისის ტბაში დამატებით 2.5 მლნ მ3 წყლის შედინება უზრუნველყო, რამაც წყლის საერთო მოცულობა  7 მლნ მ3 -მდე გაზარდა. 

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონემ მოიმატა და  ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics