12:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 10:29:20, 366 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია - ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით  შექმნილი მეურნეობა დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. 

„ვაგრძელებთ რეგიონებში მეწარმეებთან  და ფერმერებთან შეხვედრებს; ჩვენი მიზანია, მათგან მივიღოთ ინფორმაცია არსებულ საჭიროებებზე და მიმდინარე მხარდამჭერ 15 სახელმწიფო პროექტში განვახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები, ასევე, დავაინიციროთ ახალი პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ფერმერების  ინტერესებზე. მეურნეობა, სადაც ვიმყოფებოდით, არის  კარგი მაგალითი სახელმწიფოს მხარდაჭერით მიღწეული წარმატების, როგორც ბაღის გაშენებაში, ასევე გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობაში, რაც ნიშნავს, რომ შეიქმნება ადგილზე დამატებითი ღირებულება და ფერმერს საშუალება ექნება, უფრო მეტი ღირებულებით, მეტი შემოსავლის მიღებით განახორციელოს ეს საქმიანობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეულობით ფერმერი გვყავს დაფინანსებული და  მხარდაჭერას  ვაგრძელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მუღანლოში შპს „მწვანე სახლმა”, 2021 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში, 11 ჰა ნუშის ბაღი გააშენა.  სახელმწიფოს თანადაფინანსება, დაახლოებით, 75,000 ლარია. რაც შეეხება საწარმოს, 2023 წლის ბოლოს ამოქმედდა, მისი შექმნისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით ისარგებლა, სესხის ოდენობამ 500,000 ლარი შეადგინა. საწარმო, რომელსაც  წელიწადში 100 ტონა ნუშის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, 11 ადგილობრივს ასაქმებს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 

კომპანიის „მწვანე სახლი“  დამფუძნებლის კობა თაბაგარის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო მათი საქმიანობის განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 25 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია  4,628  ჰექტარზე ნუშის გაშენება,  მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში  1,632 ჰექტარზე,  9,1  მლნ ლარით.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ნუშის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემულია  6,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 23 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს  მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 600,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემული  შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 4,3 მლნ ლარს აღემატება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics