2024-05-02 10:19:15, 351 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ ფილიპ რუგენაათს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა დაესწრნენ.
"საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ეკონომიკური ზრდისა და სხვა ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),