13:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 14:10:16, 320 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას, ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში ინგმინგ იანგს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი და აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელი ასელ ჯუსუპბეკოვა. 

"ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობას და ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების მიმართულებით, რაც აისახა ეკონომიკურ ზრდაში.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ბანკის წლიური შეხვედრის კონტექსტში განიხილეს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics