|
2024-05-01 00:33:23, 410 ნახვა
საზოგადოება
საია - პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს. როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, "მხოლოდ შესასვლელების ბლოკირების გამო დემონსტრანტების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება და შედეგად, მათი დაშლა, საერთაშორისო სტანდარდს არღვევს". "მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმადა: - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით. - ინსტრუქცია ასევე არეგულირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს და ადგენს პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს, კერძოდ: „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობით“. - ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. - ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: - უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შეწყვიტოს აქციის დაშლის უკანონო პრაქტიკა. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: - დაემორჩილონ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლებსა და წესთან დაკავშირებით; - არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურს: 10 დღეზე მეტი გავიდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, მივმართეთ 2024 წლის 16-17 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. ფაქტია, დღესაც გრძელდება ასეთი პრაქტიკა. აუცილებელია, მყისიერად დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა გამოვლინდეს და რეაგირება მიეცეს სამართალდამცავთა მიერ ძალის გადამეტების ყველა ფაქტს",- ნათქვამია განცხადებაში.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)