17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 14:46:54, 332 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

"კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის  მრავალ ქვეყანაში ახორციელებს.

აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების  გადაზიდვის პროცესში,  ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს.

ასევე სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე  IT  სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და ონლაინ აღრიცხვას უზრუნველყოფს. 

"საქართველოს რკინიგზაში" გადაზიდვების აღრიცხვის  ელექტრონული საბუთების წარმოება 2017 წლიდან დაინერგა, რომელიც გულისხმობს შიდა გადაზიდვების აღრიცხვას, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების წარმოებას, როგორც შიდა, ასევე (ნაწილობრივ) საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებზე მიმდინარე დიგიტალიზაციის პროექტების, სარკინიგზო კომპანიების ერთიანი ელექტრონული დოკუმენტების წარმოებისა და ონლაინ რეჟიმში მონაცემების გაცვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics