|
2024-04-30 13:27:26, 272 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიუძღვის
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით მიმართვისას, ყურადღება ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე გაამახვილა და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, მომავალში საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება. „მსურს, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა წარმომადგენელსა და საზოგადოებას თავდაცვის ძალების დაარსების დღე ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე მიულოცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)