|
2024-04-29 11:20:48, 415 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს
"საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამას კიდევ ერთი პარტნიორი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) შეუერთდა. ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის "საქართველოს ბანკი" შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ ბანკმა სტიპენდიების პროგრამა დაიწყო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს უკვე 16 პარტნიორ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სტიპენდიების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და არის საქართველოს მოქალაქე. პროგრამის ფარგლებში, შესარჩევ კრიტერიუმებს თავად უნივერსიტეტები ადგენენ, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულებს ავლენენ. უკვე გამოვლინდა "საქართველოს ბანკის" 140-მდე სტიპენდიატი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას მიიღებენ. "სტუდენტებს ვურჩევ, რომ აუცილებლად ეცადონ, დადონ მაქსიმალური შედეგი, რათა მოიპოვონ ეს შანსი და გაიმარჯვონ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების კონკურსში. რადგან კონკურსში გამარჯვება მრავალი კუთხით იქნება მათთვის სიკეთის მომტანი. ასეთი წარმატებით დაწყებული სტუდენტობა მათ კიდევ უფრო მეტ წარმატებამდე მიიყვანს. ახალგაზრდებისთვის რა უნდა იყოს იმაზე საჭირო და სასარგებლო, ვიდრე სწავლაში მხარდაჭერა და ამით ფაქტობრივად, მათი წარმატებული მომავლისკენ გზის გაკვალვა. თანაც, როდესაც ეს მხარდაჭერა ისეთი სერიოზული და ძლიერი ორგანიზაციისგან ხდება, როგორიც "საქართველოს ბანკია", ორმაგად სტიმულის მიმცემი იქნება მათთვის. ჩემი მხრიდან დიდ მადლობას ვუხდი "საქართველოს ბანკს" ჩვენთან ამ პროექტით თანამშრომლობისთვის", — აღნიშნავს GIU-ს კანცლერი, ელი ელისაშვილი. „საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, რომლებიც მათი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სწორედ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამა იკავებს, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ნიჭიერ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს, მოიპოვონ სწავლის დაფინანსება ჩვენს პარტნიორ 16 უნივერსიტეტში. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 100-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი მხრიდან მიღებული უკუკავშირი კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების რაოდენობა და უფრო მეტი ახალგაზრდისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე. "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამისა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)