19:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 17:35:19, 436 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს, ეს ყველაფერი უკანონობა და საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაა

„არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს. ეს ყველაფერი უკანონობაა”, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს.

სახელმწიფო მინისტრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან დამატებით ხელშეკრულებების შესაძლო გაფორმებას, ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს. ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი არა მხოლოდ საქართველოს, მთელ რეგიონს ემუქრება.

„არანაირი დამატებითი ხელშეკრულება არ არსებობს. ეს ყველაფერი უკანონობაა. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და არც საერთო სასამართლოს. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება.საუბედუროდ, 2008 წელს მოხდა, ის რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც მოხდა და დღესდღეობით ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ არის განლაგებული სამწუხაროდ რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. შესაბამისად, იქ განლაგებული ნებისმიერი შეიარაღება უკანონობაა, მთელი მსოფლიო ამით შეშფოთებულია, მითუმეტეს დღევანდელი გადასახედით რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

უახლოეს მომავალში რუსეთი ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთთან” ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმების ფარგლებში დამატებით ხელშეკრულებებს გააფორმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "სპუტნიკ-ოსეტიი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ივან ბოლტენკოვმა განაცხადა, მას სჯერა, რომ უახლოეს მომავალში ხელი სხვა დარგობრივ შეთანხმებებსაც მოეწერენ.

"ჩვენს ორ ქვეყანას შორის დაახლოების იმდენად ძლიერი ვექტორია, არამგონია, რომ ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხის მოგვარება პრობლემად იქცეს. უახლოეს მომავალში, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება, რადგან ეს სურს ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას", - განაცხადა ივან ბოლტეკოვმა, რომელიც ამჟამად ცხინვალში "სამუშაო" ვიზიტით იმყოფება.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. ოსური ჯარის ცალკეული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გაწევრიანების საკითხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics