|
2016-02-11 17:21:36, 670 ნახვა
სამართალი
ზესტაფონში სამართალდამცველები 3 პიროვნებას ეძებენ
უკვე მეორე დღეა სამართალდამცველები 3 პიროვნებას ეძებენ, რომლებიც 2 დღის წინ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოდან გამოვიდნენ, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს ისინი აღარ უნახავთ. დაკარგული პირები საქონლის ბიზნესით არიან დაკავებულები. 2 დღის წინ დილის 06:00 საათზე, ისინი სწორედ საქონლის დიდი პარტიის შესაძენად წავიდნენ. მათთან ერთად საქმიან გარიგებაზე, ხობში მცხოვრები პირიც იმყოფებოდა. სახლიდან გამოსვლიდან რამდენიმე საათში ვერც ერთთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. ოჯახმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა, დღეს კი სოფელ ურთასთან მდინარის ნაპირზე დაკარგული პირების მანქანა იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ავტომობილის დათვალიერება მიმდინარეობს. პოლიციამ დაკარგული პირების მობილურები მდინარიდან ამოიღო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)