|
2024-04-25 14:41:10, 614 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე", 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. "ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება - ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)