23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 12:11:01, 752 ნახვა

მსოფლიო
მინსკში “ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა პეტრო პოროშენკოს გარეშე გრძელდება

მინსკში გერმანიის, საფრანგეთის,  და რუსეთის ლიდერების  მოლაპარაკება კვლავ გრძელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა, თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება კვლავ გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დატოვა.

როგორც პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ წამოყენებული  მოთხოვნები.

არსებული ინფორმაციით, თითქმის 80% შეთანხმებისა უკვე მიღწეულია, ხოლო  დეკლარაცია, რომელიც 12-13 პუნქტისგან შედგება საკონტაქტო ჯგუფს გადაუგზავნეს, ვინაიდან ცნობილია, რომ ამ დეკლარაციას ხელი სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა უნდა მოაწერონ. 

 საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტი, ძალაში სავარაუდოდ  14 თებერვალს შევა, ის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის მძიმე ტექნიკის გაყვანას ივალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ „ნორმანდიული ოთხმხრივი“ შეხვედრა მინსკში, დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 14 საათი გრძელდებოდა და მასში  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics