09:21 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 13:33:37, 786 ნახვა

სამართალი
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „პარტიზანი მებაღეების“ წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან

 „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პარტიზანი მებაღეების“ წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან.

სასამართლო პროცესი სავარუადოდ დღეს გაიმართება.

გუშინდელ აქციის მიმდინარეობისას 4 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის 2 საკრებულოს წევრია, 2 კი, „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი.

ისინი მაშინ აიყვანეს როდესაც აქციის წევრები კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები იმ დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვენ, რის საფუძველზეც ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა ხორციელდება.

ცნობისთვის, შეკვეთილში ეროვნული პარკის მოწყობა იგეგმება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეები განთავსდება.

აქცია დღესაც გრძელდება, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics