|
2016-02-11 13:19:37, 547 ნახვა
ეკონომიკა
მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება
მოგების რეფორმა ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ შეეხება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მოგების გადასახადი განაწილებული მოგების გადასახადით იცვლება. აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს. თუ კომპანიები მოგებას არ გაანაწილებენ, ისინი მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. თუმცა, ნოდარ ხადურის განმარტებით, დაბეგვრის რეჟიმი ზემოთ ხსენებული კომპანიებისთვის არ შეიცვლება, ვინაიდან ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას: „ვსწავლობთ არის თუ არა პრობლემები ინვესტირების და ა.შ. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება ეს სექტორები, მათ შორის საბანკო სექტორი, მათ მხარდაჭერა თუ სჭირდებათ, ეს ნამდვილად არ არის ფისკალური. დაბეგვრის რეჟიმი არ შეეცვლება ასევე ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება, შესაბამისად, მას არ ანაწილებენ, მაგალითად ეს არის საჯარო-სამართლის იურიდიული პირები და ეს არის არასამთვრობო სექტორი, ე.წ. აიპები. შენარჩუნდება მოგების გადასახადის 15%-იანი განაკვეთი, შენარჩუნდება პროცენტზე, როიალზე და დივიდენდზე არსებული განაკვეთი, საწარმოს მოგების გადასახადისათვის საანგარიშო პერიოდი გახდება 1 თვე, აღარ იქნება 1 წლიანი, შესაბამისად კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდის ამ გადასახადს, თუ იმ 1 თვის განმავლობაში მოგებას გაანაწილებს. ამავე დროს მოგების გადასახადით დაიბეგრება დივიდენდის, ან სხვა ფორმით განაწილებული მოგება, საქონლის, მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდება, განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები და ის გადახდები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან. სახსრები, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკის განვითრებისათვის, წარმოების გაფართოებისათვის, დასაქმების გაზრდისათვის, ეს თანხები აღარ დაიბეგრება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა, მიმდინარე წლის 1 ივლისსს. შესაბამისად, პირველ ივლისამდე 6 თვის განმავლობაში ძველი წესით მომუშავე საწარმოებისათვის დეკლარირების პერიოდად განისაზღვრება სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე პერიოდი. ხოლო დანარჩენ პერიოდზე ჩვეულებრივ ყოველთვიურად მოხდება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციასთან ერთად უმარტივესი დეკლარირების ფორმა იქნება, ამით გამარტივდება დეკლარირებაც და საგადასახადო შემოწმებები”,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)